იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის პრევენცია; ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა; ტრეფიკინგის დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება ტრეფიკინგში დამნაშავე პირებისადმი.
გოჩა ლორთქიფანიძემ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე უწყებათაშორის თანამშრომლობაზეც ისაუბრა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა.
როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უწყებათაშორისი ჯგუფის კოორდინირებული საქმიანობის შედეგად წარმატებით მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია. ტრეფიკინგის ფაქტებზე გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის რიცხვობრივი მაჩვენებელი სამოქმედო გეგმის დამტკიცებიდან (2013 წლის მარტი) დღემდე გასული წლის თორმეტთვიან მონაცემთან შედარებითაც კი უფრო მაღალია.