ნაკაიძის თქმით, მომხდარის შესახებ საოლქომ გამოიტანა შესაბამისი განკარგულება, რომლის თანახმადაც ფაქტი შესასწავლად გადაეცა ლანჩხუთის გამგეობის იურიდიული სამსახურის იურისტს, თამარ ფირცხალაიშვილს, რომელსაც დაევალა წინასაარჩევნო პერიოდში პლაკატებთან დაკავშირებით საკითხების შესწავლა:
“ეს არ არის ის ფაქტი, რომლის შესწავლა საოლქოს საქმეა. რაკი საკითხი ეხება პლატაკებს, ამდენად მასზე პასუხისმგებელია გამგეობა, რომელმაც პლაკატების გასაკრავად გამოყო ადგილები. გამგეობაში კი ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირი იურისტი თამარ ფირცხალაიშვილია”, _გვითხრა ნაკაიძემ.
“გურია ნიუსმა” კომენტარი თამარ ფირცხალაიშვილს სთხოვა:
“აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. ვსწავლობთ ყველა დეტალს, დაკითხულია თითქმის ყველა მხარე და სავარაუდოდ, მომავალ კვირას გვეცოდინება ვინ დაარღვია კანონი”, _ გვითხრა თამარ ფირცხალაიშვილმა.