გაზი არ აქვთ, საჭმელს, თუ რამე იშოვეს შეშის ღუმელზე აკეთებენ. ელექტროსადენები მიწაზე დევს, ბავშვები მაღალი ძაბვის სადენების გვერდით თამაშობენ. მამა ავადმყოფობს, ორი თვე აპარატზე იყო შეერთებული, დედას ვირთხამ უკბინა და ძლივს გადარჩა. ოჯახის უფროსად 14 წლის მეგი იყო, საჭმელსაც აკეთებდა და პატარებსაც უვლიდა. სოციალურად დაუცველის დახმარება არ ჰყოფნით, ამიტომ დღიურ სამუშაოზე დადიან ან ჯართს აგროვებენ. თუ ვინმე მივიდა და პროდუქტი მიუტანა, ოჯახი ბედნიერია. ბავშვებსაც სულ ცოტა ჰყოფნით ბედნიერებისთვის.
სახლში, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მიტოვებულ, დანგრეულ გარაჟს ქარი და წვიმა თავისუფლად დანავარდობს, ცივა, მაგრამ მძიმე დღეები ბავშვებს სიმღერით გადააქვთ. დაჯდებიან დები და მღერიან, ამით დედ-მამასაც ძალას აძლევენ.
ოცნება ყველა მათგანს აქვს, პატარებს ლამაზი კაბები და სათამაშოები უნდათ, მამას სამსახური, დედა შვილების ჯანმრთელობაზე ოცნებობს, უფროსი გოგონა სკოლაში სიარულზე და ბევრი მეგობრის ყოლაზე, მაგრამ არის ერთი დიდი ოცნება, რომელიც ყველასთვის ერთია -ჰ ქონდეთ პატარა სახლი სადმე სოფელში, ისე რომ ეზოც ჰქონდეთ და მათთვის სამყოფი პროდუქტები თავიანთი ხელით მოიყვანონ.
მეგი ტატალაშვილი: საჭმლის მომზადებაც ვიცი, ჭურჭელსაც ვრეცხავ, პატარა დებსაც ვუვლი, მინდა დედას შევეშველო, მალე კიდევ ახალი წევრი შემოგვემატება, დედა ფეხმძიმედაა და არ მინდა ძალიან გადაიტვირთოს. სკოლაში მინდა სიარული, მინდა ბევრი მეგობარი მყავდეს. ხანდახან ჩუმად ვტირი, მეც მინდა მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე, მინდა გავერთო და დავივიწყო ყველა გაჭირვება, თუმცა ყველაზე ძალიან მინდა სახლი გვქონდეს, თუნდაც სულ პატარა, რომ არ წვიმდეს და სითბო იყოს. კიდევ მინდა სახლს ეზოც ჰქონდეს, ბოსტანს ჩემი ხელით გავაკეთებდი და საჭმელიც გვექნებოდა. იმედს არ ვკარგავ, მჯერა, ერთ დღესაც ოცნება აგვიხდება, ამიტომაც ჩემს პატარა დებს სიმღერა ვასწავლე-ნუ დაგიკარგავს იმედი, შენი მზისა და მხარისა.
ზამთარი მოდის და მათი ყოფა უფრო მძიმდება, თუმცა კეთილი ხალხის დახმარების იმედი აქვთ. ტატალაშვილების ოჯახის დასახმარებლად ქველმოქმედთა სახლმა „მომავლის გზამ“ თი-ბი-სი ბანკში ანგარიში .
ბანკის კოდი 220101850 ანგარიშსწორების ნომერი GE97 TB11 0000 0360 8004 26/GEL ფონდის საინდიფიკაციო კოდი 205164052
გარდა ამისა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გულთან ახლოს მიიტანენ ტატალაშვილების ოჯახის გაჭირვებას შეუძლიათ დარეკონ 0901 500 546. ზარის ღირებულება 1 ლარი.