_ ბატონო ზურა, უკავშირდება თუ არა თქვენი ჩამოსვლა არჩევნებს?
_ რა შეკითხვაა?! ჩემი არჩევანი დიდი ხანია, რაც გავაკეთე. ჩამოვედი ჩემს კუთხეში, გურიაში, სადაც დღეიდან საფუძველს ვუყრით ღვინის ქარხნის მშენებლობს. ეს მოხდება ჩემს მშობლიურ სოფელ ასკანაში. კარგახანია არ ვყოფილვარ აქ და ძალიან მენატრებოდა ჩემი სახლი. ეს არის სრულიად დამთხვევა. მე ბიზნესის სექტორს წარმოვადგენ და ამ საქმით ვარ დაკავებული. ისიც მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ თავისუფლებას ვგრძნობ ბიზნესის მიმართულებით და ამას მივესალმები,_ განუცხადა ჩხაიძემ “გურია ნიუსს”.
ზურა ჩხაიძე ვახტანგ ბლაგიძის ვარსკვლავის გახსნაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე კოტე შარაშენიძესთან, საკრებულოს დეპუტატ ლევან ნინიძესთან და “გზამშენი 18”-ის დირექტორთან ერთად დაესწრო.