ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და ნინო ბურჯანაძის პარტის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მხრიდან, უბნის დამკვირვებელზე გაცემული ინფორმაცია იყო.
“დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლის განცხადებით ნაცმოძრაობას უფლება არ ჰქონდა, რომელიმე დამკვირვებელზე რაიმე სახის ინფორმაცია გაეცა.პარტიების წარმომადგენელთა კამათში კომისიის თავმჯდომარე ჩაერია და მათ ურთიერთობის სხვა ადგილზე გარკვევა მოსთხოვა.