ამ დროისათვის სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა სოფელ დუისის ორივე უბანზე საარჩევნო უბნის კართან დგანან სიებით შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებს თავისთან უხმობენ და სიაში მათი გვარის გასწვრივ ჯვარს აღნიშნავენ.
“გურია ნიუსის” ჟურნალისტის კითხვას თუ რა სიებია, ეს ადამიანები დუმლით პასუხობენ. ჩვენმა ჟურნალისტმა ასევე დააფიქსირა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საარჩევნო კაბინაში შესულ ამომრჩეველს დახმარება გაუწია “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა და დამკვირვებელმა.