ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბში განაცხადეს.
მათი თქმით ფაქტი ქუთაისის 112 –ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, სადაც ნაცმოძრაობის წარმომადგენელს უბანზე თავმჯდომარე არ უშვებდა. თუმცა აღნიშნული შემთხვევა მაშ შემდეგ გამოსწორდა რაც შტაბმა საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა.
“მას შემდეგ რაც ამ ფაქტით საოლქო საარჩეევნო კომისიას მივმართეთ, ჩვენს წარმომადგენელს საშუალება მიეცა, საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით შესულიყო”,_ განაცხადეს”ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საარჩევნო ორგანიზაციაში.