კვლევა 2013 წლის ივნის–ივლისისში, საქართველოს 10 რეგიონში მდებარე 65 სოფელში ჩატარდა. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული იქნა სტრუქტურირებული ანკეტა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1496-მარესპონდენტმა საქართველოს მასშტაბით.
პრეზენტაციას დაესწრებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მთელი საქართველოდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის შესწავლა სხვადასხვა სერვისზე და იმ შესაძლებლობების და რესურსების აღწერა, რომელიც აქვს სოფლის მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში. აქცენტი გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:
- სოფლის მოსახლეობის ოჯახის სტრუქტურის აღწერა
- არსებული კერძო და სოფლისთვის საერთო ქონების შესწავლა
- სოფლის მოსახლეობის ხარჯების და შემოსავლების შესწავლა
- სოფლის მოსახლეობის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა და სამოქალაქო აქტივობის შეფასება
- მართლმსაჯულების განხორცილების გავრცელებული მოდელის აღწერა
- სოფლის მოსახლეობის დამოკიდებულების იდენტიფიცირება სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ
- ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურობის აღქმა სოფლის მოსახლეობის მიერ
- მიგრაციული პროცესების შესწავლა.
კონკრეტულ დეტალებს კვლევის შესახებ “გურია ნიუსი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.