“მინდა დაგიდასტუროთ თქვენდამი ღრმა პატივისცემა და გულითადად მოგილოცოთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება” _ ნათქვამია კომოროვსკის მოსალოც წერილში.
პოლონეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები პარტნიორული და ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი მაგალითია და პოლონეთი მზად არის მომავალშიც მხარი დაუჭიროს პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას.
“მინდა დაგარწმუნოთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვას. პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავაც რჩება თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის. ამ კონტექსტში, მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო საქართველოს წარმატება ევროკავშირთან ურთიერთობების დამყარებაში, რომლის დასტურიც უნდა იყოს ევროკავშირის ასოცირებული შეთანხმების გაფორმება მოახლოებულ ვილნიუსის სამიტზე”,_ ნათქვამია გიორგი მარგველაშვილისადმი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ მისალოც წერილში.