იმერლიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალი მთავარი პროკურორის ვინაობა არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ გახდება ცნობილი.
“ამაზე საუბარი და მსჯელობა გუნდში არ ყოფილა. ახალი კონსტიტუციით ეს ვაკანსია წარსადგენი იქნება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მას შემდეგ, რაც ინაუგურაცია შედგება და მთავრობის ახალ შემადგენლობას დავამტკიცებთ.
“არჩილმაც მითხრა, რომ ინაუგურაციის მერე წავა და არა მანამდე. იმედი მაქვს, რომ წარმატებული პროკურორის კანდიდატურას დაგვისახელებს ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ პოსტზე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხიდაშელზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილად არამგონია ასე მოხდეს”, _ უთხრა “გურია ნიუსს” იმერლიშვილმა.
ცნობისთვის, თუ იმერლიშვილის ვარაუდი არ გამართლდა და მთავარი პროკურორის პოსტზე თინა ხიდაშელი დაინიშნა, მას პარლამენტში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი შეცვლის.