კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივა ილიას ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ოთხმა უწყებამ განიხილა.
კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას მიწვევით საკითხის შესახებ საგურამოში, ღია ცის ქვეშ იმსჯელეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ და სამინისტროების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა.
ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებამდე სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები და პრობაციონერები მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ, დაასუფთავებენ გარემოს, შემდეგ ეტაპზე კი მონაწილეობას მიიღებენ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში.