“მომავალმა პრემიერმა ბრძანა, რომ თეა წულუკიანი დარჩება მთავრობის შემადგენლობაში. ის ისეთი ქალბატონია, ნებისმიერი მთავრობა ინატრებდა თავის რიგებში,” _ აღნიშნავს ახვლედიანი.
მისივე თქმით, 17 ნოემბრის შემდეგ საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყება. ახალი სისტემა გააგრძელებს ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებულ სასიკეთო საქმეებს და შეცვლის ყველაფერს იმას, რაც მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თუ ვინ დარჩება მთავრობის შემადგენლობაში, ვინ მოვა ახალი. თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული ცვლილებების მიღმა უფრო ძირეული ცვლილება ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
“ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების მიღმა არის უფრო ძირეული ცვლილება–იწყება შეუქცევადი პროცესი დემოკრატიული განვითარებისა. მთავარი საკითხია–როგორ განვითარდება დემოკრატია”.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ კარგია, როცა მედიის და საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა ისმის, ინტერესი დიდია მთავრობის კაბინეტის შემადგენლობის ცვლილების მიმართ და ეს მისასალმებელია, რადგან საზოგადოება ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს, მაგრამ უმჯობესია არ გავუსწროთ მოვლენებს და ყველა კითხვას თავისთავად გაეცემა პასუხი.
“საზოგადოება ყოველთვის უნდა იყოს ფხიზლად და თვალ–ყურს ადევნებდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობა კი უნდა მუშაობდეს რაც შეიძლება ეფექტურად. ჩვენი პარტია კი ყოველთვის იქნება იდეების, მსოფლმხედველობის და კადრების მჭედელი,” _ განაცხადა ახვლედიანმა.