მისი განცხადებით, კონკურსი აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
_ ყველაფერი მოხდება კანონის დაცვით. კანონის თანახმად კი 1 იანვრის მერე ყველა თანამშრომელი, რომელსაც კონკურსი არ ექნება გავლილი და რაიმე დოკუმენტს ხელს ისე მოაწერს, ბათილად იქნება ცნობილი. კანონი ითხოვს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს კონკურსი გავლილი. ამ კანონს თუ არ შეასრულებენ 1 იანვრის დილას გამგეობაში გეყოლებათ მხოლოდ გამგებელი და მისი მოადგილეები.
_ გამგებელი და მისი მოადგილეები, როდის მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას?
_ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ვინც არის, მათ 2014 წლის ივლისამდე აქვთ ვადა და დანარჩენებმა აუცილებლად უნდა მიიღონ კონკურსში მონაწილეობა.