თბილისის შემდეგ სიჩქარის განმსაზღვრელი 11 ახალი რადარი აჭარის რეგიონში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე განთავსდა: ბათუმში, ქობულეთში, ბობოყვათში, გონიოს ციხესთან, „გეზის“ ტერმინალთან, მახინჯაურში, ხელვაჩაურში, ბობოყვათში.
ახალი რადარები მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება. მათი დამონტაჟება მიზნად ისახავს მაგისტრალებზე მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეული რადარის სიახლოვეს განთავსდა სიჩქარის შეზღუდვისა და რადარის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, რომლებზეც გამოსახულია ვიდეოკამერა და დასაშვები სიჩქარე.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია დასაშვები სიჩქარის დადგენილ ზღვარს 15 კმ/სთ სიჩქარით გადააჭარბოს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეების უკეთ ინფორმირების მიზნით აჭარის რეგიონში ახალი რადარების მდებარეობის ამსახველ რუკას აქვეყნებს:
1. გონიოს ციხესთან, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 113-ე კმ-ზე; 60 კმ + 15 (სარფის მიმართულებით)
2. გეზის ტერმინალთან, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 101-ე კმ-ზე. 90 კმ +15 (ბათუმის მიმართულებით)
3. ბათუმში – ხიმშიაშვილის ქ. N 9. 40 კმ +15 (სარფისკენ)
4. ხიმშიაშვილი-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე. 40 კმ + 15 (ცენტრისკენ)
5. მახინჯაური-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე. 60 კმ +15 (ორივე მიმართულებით)
6. ხელვაჩაური-ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე. 60კმ +15 (ორივე მიმართულებით)
7. ბობოყვათი-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 78-ე კმ -ზე. 90 კმ + 15 (ბათუმის მიმართულებით)
8. ქობულეთი – აღმაშენებლის გამზირი #266 – 40 კმ. + 15 (ჩოლოქის მიმართულებით)
9. ქობულეთი (ფიჭვნარი)- სენაკი – ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 66-ე კმ. 70 კმ + 15 (ბათუმის მიმართულებით)