“დღეს მოგვიწვიეს სხდომაზე, სადაც უნდა განგვეხილა “ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში” არსებული მდგომარეობა. გამიკვირდა, ვიფიქრე, მთავრობა გონს ხომ არ მოეგო-მეთქი.
“აი, რა აღმოვაჩინე სამაგიეროდ! მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ საქართველოში აღმართული საოკუპაციო ხაზი არის თურმე “გამყოფი ხაზი”, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული კი არაა და შესაბამისად ოკუპანტი კი არ არსებობს, არამედ თურმე გაუგებარი მიზეზით არის გაყოფილი!!!
“ეს წერია მთავრობის დადგენილევაში და ამაზე პასუხს აგებს თითოეული მინისტრი. ადრე ეს მარტო ზაქარეიშვილის პოზიცია მეგონა და ვწერდი, რომ მისი უწყების საიტზე ცენზურაა სიტყვა “ოკუპაციის გამოყენებაზე”, ახლა ვიგებ, რომ ეს არის ოფიციალურად, სამართლებრივად გაფორმებული პოზიცია სტრუქტურისა, რომელიც “საქართველოს მთავრობად” უნდა მოვიხსენიოთ.
“ხედავთ, როგორ აღწევს რუსეთი თავის მიზანს მაშინ, როდესაც 5 წელი ვერაფრით ვერ გადაარწმუნა საერთაშორისო საზოგადოება “ახალი რეალობის” აღიარების აუცილებლობაში? რატომ იყო ეს ინფორმაცია აქამდე დამალული?! მე ახლა გავიგე სამწუხაროდ და ჩემი შეცდომაცაა, რა თქმა უნდა. თქვენ იცოდით მთავრობის ეს დადგენილება?”, _ წერს თაქთაქიშვილი.