ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ვაჟა კირტავამ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა.
“გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ჩვენ მოგვეცა კარგი საშუალება გვენახა ირიგაციის უახლოესი მიღწევები და დაგვემყარებინა კარგი კონტაქტები ამ სფეროში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან.მათ სურვილი გამოთქვეს ითანამშრომლონ ჩვენთან და აქტიურად ჩაერთონ საქართველოს საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის საქმეში”, _ განაცხადა ვაჟა კირტავამ.
მსოფლიოშისაირიგაციო და სადრენაჟე სისტემების უმსხვილესიმწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე,საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში სარწყავი და სადრენჟე სისტემების მოწესრიგების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეისაუბრეს. ასევე განიხილეს ის სამომავლო გეგმები,რომლებსაც საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით განახორციელებს.