“ჩვენი თვითმიზანია გადავდგათ ყველა ის ნაბიჯი, რომ რუსეთი ვაიძულოთ შეასრულოს ვალდებულებები. ამ ეტაპზე, როცა ახალი მთავრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დალაგებას აპირებს, შეიძლება სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით ოლიმპიადაში მონაწილეობა გამართლებული იყოს, თუმცა მე ნაკლებად მჯერა რუსეთის მიერ თანმხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა. რუსეთს არ უნდა საქართველოს თავისი კლანჭებიდან გაშვება. სპორტსმენისთვის ძალიან ძნელია არ მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში, მაგრამ თუ რუსეთი კიდევ დაუშვებს შეცდომებს და ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებებს საქართველოს მიმართ, გააგრძელებს მცოცავ ანექსიას, მაშინაც შეიძლება უარის თქმა მონაწილეობაზე. მე მჯერა ჩვენი სპორტსმენები პატრიოტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რუსეთი ხომ არ ატარებს ამ ოლიმპიადას, ის მხოლოდ ჩამტარებელი ქვეყანაა”.
ასანიძის განცხადებით ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით საბოლოო პასუხის ჩამოყალიბებისთვის ჯერ კიდევ დიდი დროა.