“შემიძლია ყოველგვარი შესავლის გარეშე ვთქვა, რომ პოზიცია ჩვენ მანამდეც გვქონდა ჩამოყალიბებული იმის მიხედვით, თუ რა გააკეთა ამ მთავრობამ ერთი წლის მანძილზე. ამიტომ, ბუნებრივია მხარს არ დავუჭერთ ამ შემადგენლობას.
დღევანდელმა შეხვედრმა ალბათ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, უარყოფითი ხარისხით ვამბობ, როგორც იქცეოდა დღეს ის ახალგაზრდა ადამიანი. ყველაფერი იყო, გარდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ქცევისა. ელემენტარული რაღაცები არ იცის ამ ადამიანმა. ეს მას, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის კარიერაშიც.
რაც მთავარია, ის ცდილობს იყოს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ის ბიძინა ივანიშვილიც კი არ არის. ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა სამარცხვინო იყო,” _ განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ .
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი უმცირესობის დეპუტატების კითხვებს დაახლოებით, საათ-ნახევრის განმავლობაში პასუხობდა. შეხვედრამ საკმაოდ მწვავე კამათის ფონზე ჩაიარა.