რამიშვილის განმარტებით, “სასახლე გადმოჰყურებდა ქალაქს და ყველას ეუბნებოდა რომ საქართველოს ხელისუფლება არის ასეთი ძლიერი, დიადი”.
_ მერე რა რომ ღარიბები ვართ – სამაგიეროდ გავიჭირვეთ და ეს სასახლე წამოვჭიმეთ. მერე რა რომ მოსახლეობას უჭირს, მერე რა რომ ომი წავაგეთ. გარეთ ხომ მტერს ვუბრმავებთ თვალს!
უცნაურია რომ ძველი ხელისუფლების ის ტრფიალნი, რომლებიც ქართულ ზნეს დასცინოდნენ თავგამოდებით იცავდნენ ამ ზნის ერთ-ერთ ცუდ გამოვლინებას – კუდაბზიკობას. მე ვიცი ოჯახები, რომლებიც ვალს იდებდნენ (თანაც ძალიან დიდს) და უმდიდრულეს ქორწილს იხდიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვის თვალში არ წარმოჩენილიყვნენ უღირსად. ასეთი იყო ეს სასახლეც. ის ამ ზნის გამოხატულებაც იყო.
პრეზიდენტმა თქვა რომ აქ საგანმანათლებლო რამ იქნება. ეს იყო დეკლარაცია იმისა თუ რა მნიშვნელობა მიენიჭება განათლებას მომავალ საქართველოში. უცნაურია, რომ ქართულმა ელიტამ, სააკაშვილი მოწინააღმდეგეებმაც კი ერთი ამბავი ატეხეს და დაბეჯითებით ითხოვდნენ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი სასახლეში შესულიყო. რატომ? რატომ?
ჩემი აზრით ეს არ აღელვებს მოქალაქეთა უმრავლესობას. პირიქით ხალხს ზედმეტი პათეტიკის, გადაჭარბებული პომპეზურობის გარეშე მართვის სტილი სწორდაც რომ მოსწონს, _ წერს რამიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.