“არავინ არ მალავს იმას, რომ ეკონომიკის ზრდა რაც იყო განსაზღვრული 6%-იანი პარამეტრით, არ შესრულდა. ამან ბუნებრივია გარკვეული ჩამორჩენები გამოიწვია, გადასახადების მხრივ. ეს აიხსნა კიდეც. რაც შეეხება 2014 წლის ბიუჯეტს, 5%-იანი ზრდაა დაგეგმილი. შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებმაც აჩვენა. გასული ოქტომბრის თვე სრულ საფუძველს გვაძლევს იმისა, რომ 5 % -იანი ზრდა, რომელიც 2014 წელსაა დაგეგმილი რეალურია. იმიტომ, რომ ეკონომიკა აშკარად გამოცოცხლდა. ვფიქრობ, 2014 წელს არავითარი პრობლემა არ შეექმნება ამის შესრულებას.
ყველა ხარჯი რაც გაწერილია მიმდინარე წლის 2013-ის ბიუჯეტში, ამ ხარჯებზე არცერთზე არ იქნება პრობლემა. ბიუჯეტში დაგეგმილი იყო 400 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. პირველ რიგში ხარვეზები იყო იმიტომ, რომ არსებობდა აშკარა კორუფციული ტენდერები სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით, რის გამოც თავიდან მოგვიწია ტენდერების ჩატარება. ბუნებრივია ამ შემთხვევაში შემოსავალს შეექმნა პრობლემები, ვერ მოვახერხეთ გარკვეული ხარჯების ათვისება. მომავალ წელს ფაქტობრივად გაკეთდება ორ-ნახევარჯერ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, ვიდრე მიმდინარე წელს. წელს ძალიან გონივრულად და სწორად იქნა განაწილებული თანხები”, _ განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ.