თურქეთის პრეზიდენტმა პირადად მიულოცა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტის დაკავება. მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-თურქული ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველოს სახელმწიფოს მეთაური გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მიიპატიჟა. საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა, რომ ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება.