დაკითხული მოწმეებიის უმრავლესობა “ნაცმოძრაობის“ აქტივისტი იყო. თითეულმა მათგანმა პროცესზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში პარტიის აგიტაციისთვის 240 ლარი აიღო. საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 25 ნოემბერს განახლდება.
პროკურორ ქეთი ჩაჩავას განცხადებით, მომავალ პროცესზე მოწმეები შიდა ქართლიდან და კახეთიდან დაიკითხებიან. მისივე განცხადებით ბრალდების მხარე სასმართლოზე მალე წარადგენს ისეთ მოწმეებს, რომელთაც უშუალო დაკვეთა საქმეებზე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისგან მიიღეს.
“აუცილებლად დავკითხავთ იმ მოწმეებს მომდევნო პროცესებზე, რომლებიც პირდაპირ დაამტკიცებენ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობას,” _ განაცხადა ქეთი ჩაჩავამ.
ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი კი მიიჩნევს, რომ პროკურატურა ცდილობს 4000 მოწმეს ამოეფაროს და რეალური სამხილები არ გააჩნია.
დღევანდელ პროცესს ესწრებოდა ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილიც, რომლის პოლიტიკურ განცხადებებს დარბაზში “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები ტაშით ეგებებოდნენ. ამის გამო მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ დარბაზს ხმაურის შეწყვეტისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მერაბიშვილს და მის მხარდამჭერებს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
შეგახსენებთ რომ ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს გამოძიება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვასა და სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვას ედავე