3 400 კვადრატული მეტრის ფართობზე 100 ჰიმალაის კედარის და 900 ელდარის ფიჭვის ნერგი დაირგვება. საკუთარი ოჯახის სახელზე თითო ხეს როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მთავრობის და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ტაძრის ქტიტორები, ასევე ნებისმიერი მსურველი შესძლებს. გამწვანების აქციაში მონაწილე სტუმრებს მშენებარე ტაძრის დათვალიერების შესაძლებლობაც მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა.