აღნიშნული პიროვნება დაპატიმრების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნაში 2008 წლის 12 ივნისიდან იმყოფებოდა.
აიჰან სატილოღლუს ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 212, 223, 224, 22, 23, 49, და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. 2006 წლის 2 აპრილს გერმანიაში, ქალაქ ბრემერჰავენში სატილოღლუმ მსხვერპლს თავის არეში ცივი იარაღით სიცოცხლისთვის სახიფათო 19 ჭრილობა მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ აიჰან სატილოღლუ უკვე იყო დაკავებული გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თუმცა მან წინასწარი პატიმრობიდან გაქცევა მოახერხა.
ამჟამად სატილოღლუ დაკავებული და მოთავსებულია აჭარა-გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.