საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით კარგი იქნება თუ ამ ყველაფრის მომსწრენი დეპუტატები პირდაპირ ეთერში იქნებიან.
“არის მოსაზრება, რომ ვილნიუსის სამიტის ღონისძიება, როგორც კი დაიწყება ხელმოწერის პროცედურა, ჩვენ ამ ყველაფერს ვუყუროთ პირდაპირ ეთერში. ამაზე დადებითი პოზიცია გვაქვს. შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილება მივიღოთ ხვალ.
სწორედ ეს დრო ემთხვევა სესიის დაწყების პერიოდს და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი მხრიდანაც ვიყოთ თანამონაწილე პირდაპირ ეთერში ამ პროცესის. შეიძლენა ამ პროცედურით დავიწყოთ ხვალ მუშაობა,” _ განაცახდა ეკა ბესელიამ.