“ვადასტურებთ თქვენდამი პატივისცემას და ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ ღონისძიებებზე, სადაც იქნება ე.წ. “მემრცხენე ალიანსის” პარტიად წოდებული ჯგუფი, “ლეიბორისტული პარტია” მონაწილეობას არ მიიღებს. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, პრემიერ ივანიშვილისგან მოსყიდული პატარა ჯგუფი “ლეიბორისტულ პარტიაში”, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია, ჯერ შეეცადნენ პარტიის დაშლას, ხოლო როდესაც ვერ გადაიბირეს ვერც ერთი აქტივისტი, გაიტაცეს პარტიის ფული, რომელიც მათ ებარათ პარტიის ბალანსზე დარიცხული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები და არქივი. მიგვაჩნია, რომ ასეთ კრიმინალურ ორგანიზაციასთან კომუნიკაციაც კი სამარცხვინოა”.
შატბერაშვილი აცხადებს, რომ ამ წერილით ნათელაშვილმა ხელისუფლება დააშანტაჟა, რის გამოც “მემერაცხენე ალიანსი” აღარ იქნა მიწვეული ადგილობრივი თვითმმართველობების კანონპროექტის განხილვის პროცესში.
“ხელისუფლება, რომელიც ასეთ განცხადებებს აჰყვა, გაუძლებს კი პუტინის ზეწოლას, როცა ერთი წლის შემდეგ, პარაფირების დოკუმენტზე ხელმოწერის დრო დაგება? გასაგებია იმ 12 პოლიტიკური პარტიის პოზიცია, რომელიც ერიდება განხეთქილებას, რომ რომელიმე პარტიამ არ დატოვოს ეს ალიანსი. ყველაზე სასაცილო კი არის ის, რომ ის ხელისუფლება აჰყვა ამ პროვოკაციას, რომელსაც შალვა ნათელაშვილი ყველა ბრუნვაში მოიხსენიებს. ასეთი პროვოკაცია პოლიტიკოსის საკადრისი არ არის, თუ ის პოლიტიკოსად თვლის თავს”.
შატბერაშვილმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ თუ ნათელაშვილი მას ადანაშაულებდა, რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი ამ ფაქტს ცრუ ბრალდებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ წერილით ხელისუფლებამ ნათლაშვილის ზეწოლას ვერ გაუძლო.