ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საკონცერტო ნომრები და სკოლის ეზოში, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში.
ღონისძიებას ადგილობრივი მცხოვრებლების გარდა, ესწრებოდა საქართველოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახლობის ჩოხოსან რაინდთა დასის თავმჯდომარე ბატონი გოგი დოლიძე, რომელიც, ამავდროულად, შუა ამაღლების საჯარო სკოლის დიდი გულშემატკივარი და მეგობარია. მან პედაგოგებს და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა საინტერესო ღონისძიებისთვის და საჩუქრად სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა გადასცა.
შუა ამაღლების საჯარო სკოლა უახლოეს მომავალში გეგმავს შედარებით უფრო მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც სკოლის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება.