ხატიაშვილმა მნიშვნელოვან სიახლედ დაასახელა სახაზინო ადვოკატებთან მიმართებაში განხორციელებული ცვლილებებიც, რომლის მიხედვით, სახაზინო ადვოკატთა სექტორი, ე.წ. უფასო იურიდიული სამსახური სასჯელაღსრულების სამინისტროს შემადგენლობიდან გამოდის და ცალკე სტრუქტურად ყალიბდება.
“იმისათვის, რომ ადვოკატების უფლებები დამეცვა, მკვეთრი განცხადებების გაკეთება მიწევდა. ზოგიერთი ჩემს განცხადებებს პოლიტიკურ განცხადებებად აღიქვამდა, მაგრამ როცა ადვოკატს უჭირს, ასოციაციის თავმჯდომარე უნდა წავიდეს ყველაფერზე, რათა ადვოკატთა კორპუსს ჩრდილი არ მიადგეს”, _ აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.