“არჩევნების მიმდინარეობისას ისეთი დარღვევა, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნებზე, არ დაფიქსირებულა. არჩევნები აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩატარდა. უკვე მოქმედ თავმჯდომარეს გამარჯვება მივულოცე. ჩვენი ხედვები აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ადვოკატთა უმეტესი ნაწილი ისევე ფიქრობს, როგოც ზაზა ხატიაშვილი. ამიტომ, ვფიქრობ, გამარჯვება დაიმსახურა”.
მდინარაძემ განაცხადა, რომ არჩვენების შემდეგ, ზაზა ხატიაშვილისა და ასოციაციის მმართველი გუნდისგან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო. მისივე თქმით, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ასოციაციაში არსებობს, შეთანხმების შედეგად არ გამორიცხავს თანამშრომლობას.
“არჩევნების დასრულების შემდეგ ასოციაციის მმართველი გუნდისაგან თანამშრომლობაზე შეთავაზება მივიღეთ. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ხედვებისა, თუ ჩემი პროგრამის ძირითად დეტალებზე შევთანხმდებით, მზად ვარ, მათ მხარში ამოვუდგე და თანამშრომლობა განვაგრძო. აუცილებელია განვითარდეს ადვოკატთა ინსტიტუტი და ასოციაცია გაძლიერდეს”.