როგორც გვითხრეს ამის მიზეზი ნაბეღლავი-ჩოხატაურის ცენტრალური გზაა, რომელიც თოვლისგან ამ დრომდე არ გაუწმინდავთ.
_ ტრანსპორტი ვერ მოძრაობს. თანამშრომლებმა ქარხანამდე მისვლა ვერ მოვახერხეთ და შესაბამისად, მუშაობა გაჩერებულია, _ გვითხრეს ქარხნის თანამშრომლებმა, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გზის გაწმენდას დღის ბოლომდე მაინც მოახერხებს.
აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე წუხელ ღამით მეწყერიც ჩამოწვა.