სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 4 მჭიდითა და 133 საბრძოლო ვაზნით და „მაკაროვი“-ს სისტემის 2 პისტოლეტი 3 მჭიდითა და 23 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236 მუხლის 1-ლი ნაწილით).