გიორგი ჩხაიძე:
_ ჩემთვის იყო საკმაოდ მოულოდნელი. რაც შეეხება გეგმებს ორშაბათს უკვე ადგილზე ვიქნები, გავეცნობი სიტუაციას და შემდეგ უფრო ვრცელ კომენტარს გავაკეთებ.
_ აპირებთ თუ არა საკადრო ცვლილებების განხორციელებას?
_ ჯერ არაფერი არ ვიცი, ხომ უნდა ჩავიდე, გავეცნო სიტუაციას ვინ მუშაობს, გავეცნო კადრებს, რომ ჩავალ ოზურგეთში, ორშაბათს შევხდები ყველას. აი, მერე მეცოდინება კონკრეტულად ჩემი გეგმების და გადაწყვეტილებების შესახებ.
_ თქვენი საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით?
_ვარ ეკონომისტი, ვსაქმიანობდი კერძო ბიზნესში.
_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენს ბიზნესზე წინა ხელისუფლებისგან ზეწოლა ხდებოდა, ამაზე რას გვეტყვით?
_ ამასთან დაკავშირებითაც ცოტა მოგვიანებით გესაუბრებით. ორშაბათს ვიქნები და ყველაფერზე შემდეგ ვისაუბროთ.