ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის საკითხები საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე, ასევე ვაჭრობის ეკონომიკური განვითარების სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროების პარლამენტის როლის ხელშეწყობის მექანიზმები.
პლენარული სხდომის მეორე დღეს ქართველი და სომეხი პარლამენტის წევრები საკომიტეტო მუშაობის ფორმატში შეხვედრებს გამართავენ. შემაჯამებელი სხდომის შემდეგ გაფორმდება მემორანდუმი.
ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშემწყობი სხდომა ეუთოს ერევნის ბიუროს ორგანიზებით გაიმართება.