დაკავებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სხეულით 25 აბი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსი” შემოიტანა.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ჩერმენ ა-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).