ცვლილების თანახმად, თანამდებობის პირთა რიცხვში დამატებით შედიან საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მისი მოადგილე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, აღნიშნული თანამდებობის პირებზე გავრცელდება ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები და ვალდებულებები საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებობისა და კორუფციის თავიდან აცილების, აგრეთვე კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის გავრცელების თვალსაზრისით, მათ შორის, ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკური ინტერესების გაცხადებას და ამ მიზნით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved