“ჩვენ, ხელისმომწერნი მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს 7 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში, თბილისის უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო სივრცეში!
მოვითხოვთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე მიიღოთ სამართლებრივი აქტი, რომელიც შეაჩერებს მიმდინარე მშენებლობას და შესაძლებელს გახდის აღნიშნული ტერიტორიის საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე განვითარებას.
ვთვლით, რომ თბილისის მერიამ, აღნიშნულ შემთხვევაში, ბოროტად გამოიყენა სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლებამოსილება და საკრებულოს მხარდაჭერით გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ვაკის პარკის სარეკრეაციო ზონას და საზოგადო სივრცის კერძო ინტერესებისათვის ბოროტად გამოყენების ფაქტს წარმოადგენს”, _ აღნიშნულია პეტიციის
შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს მსგავსი მოთხოვნით მოძრაობის “პარტიზანული მებაღეობა თბილისში” ინიციატივით თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა. აქციების მოწყობა იგეგმება ასევე 25 დეკემბერს 16:00 საათზე თბილისის საკრებულოსთან და შაბათს, 28 დეკემბერს 14:00 საათზე ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან.