გავრცელებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” წევრები და ბიუროს ხელმძღვანელი გოგი გეგიაძე გამოეხმაურა.
_ ბორის ჭყონიასთან დაკავშირებით ხელმოწერები გროვდება. როგორც ვიცით, ეს “ქართული ოცნების” სახელით ხდება, აქვს თუ არა მას თქვენი მხარდაჭერა?
_ არანაირი რეკომენდაცია ამ კანდიდატის მიმართ არ მიგვიცია. პირადად მე არავითარ შემთხვევაში მის კანდიდატურას მხარს არ ვუჭერ, ან რა უფლება მაქვს მე ვინმეს მხარი დავუჭირო.
_ ეს ყველაფერი თქვენი გვერდის ავლით ხდება?
_ რა თქმა უნდა, ჩემი გვერდის ავლით ხდება. ვიღაცეები დადიან, რომელთაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ “ქართულ ოცნებასთან”. ვერ გავიგე რა ხდება. მე ისიც კი არ ვიცი სადაა ეს კაცი.
მოგვიანებით პრესსამსახურმა გოგი გეგიაძის განცხადება გადმოგვცა, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბიუროს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად რეკომენდაცია ბორის ჭყონიასთვის არ გაუწევია.
ჩვენ კომენტარი ზაზა ურუშაძესაც ვთხოვეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
“არ ვიცი რა ხელწერებს აგროვებენ, მაგრამ ვინც ამას აკეთებს, ის არის გაუნათლებელი ადამიანები. უნდა ხელწერა შეაგროვონ და რაც უნდათ ის ქნან, ეს მათი უფლებაა”, _ გვითხრა ურუშაძემ.