“ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება, რადგან ჩვენ ვნახეთ გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება. მას, როგორც დამნაშავეს, როგორც ყაჩაღს, როგორც კრიმინალს მიესაჯა და ალბათ უმრავლესობა, ხელისუფლება ვერ დააბრალებს გერმანიის ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნას. გერმანიის სასამართლომ თქვა, რომ ეს კაცი არის ყაჩაღობაში ბრალდებული. ის არის დამნაშავე და ძალიან სასირცხვილოა, რომ დღეს, საქართველოს ასეთი ტიპის ადამიანი ჰყავდა და ნაცვლად იმისა, ეს ადამაინი გად ადგეს და ბოდიში მოიხადოს, ხელისუფლება უტიფრად ცდილობს, რომ მან თავისი საქმიანობა გააგრძელოს”, _ განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მინაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში ნასამართლევი ჩინოვნიკი თანამდებობაზე არ დაინიშნებოდა.
“სამწუხაროა, რომ ეს საქართველოში ხდება. როდესაც ყაჩაღი ადამიანი ცდილობს სხვების წინააღმდეგ დევნა განახორციელოს, რა ტიპის დევნას განახორციელებს, ამაზე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. “ნაციონალების” დროს რომ ყოფილყო ინფორმაცია, რომელიმე თანამდებობის პირის ყაჩაღობაში ბრალდებულობასთან დაკავშირებით, ის ამ თანამდებობას ვერ დაიკავებდა. ამიტომ წინა 9 წელზე გადაბრალება კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ მათ არგუმენტი არ აქვთ”, _ აღნიშნა დეპუტატმა.