ამავე სამსახურის უფროსი “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ შაქროს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი სისტემატიურად სამსახურში გამოუცხადებლობა იყო:
_ მე ჩავთვალე, რომ საჯარო მოხელეს, რომელსაც ეძლევა ხელფასი, სამსახურში გასატარებელი დრო სხვაგან არ უნდა გაატაროს.
_ მისი სამსახურიდან გათავისუფლება დაემთხვა მის მიერ ხელმოწერების შეგროვებას გამგებლის კანდიდატურის, ბორის ჭყონიას სასარგებლოდ. არის თუ არა კავშირში ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან?
_ მინდა ხაზგასმით დავაფიქსირო, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.
თუმცა საპირისპიროს ამბობს შაქრო ბარამიძე:
_ თქვენი გათავისუფლების თაობაზე თქვენივე სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სისტემატიურად არ დადიოდით სამსახურში, არის თუ არა ეს სიმართლე?
_ სიცრუეა, მე სამსახურში დავდიოდი.
_ რა მოტივით გაგათავისუფლეს, რას უკავშირებ ამას?
_ ჩემი სიმამრის ბორის ჭყონიას ამბავს.
_ ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობთ?
_ კი, ხელმოწერების შეგროვებას. იმასაც ვადასტურებ, რომ ვაგროვებდი ხელმოწერებს, მაგრამ არასამუშაო საათებში, შაბათ- კვირას.
ზაზა ურუშაძე კი მსგავს ვერსიას უარყოფს და ამბობს, რომ მას მიმართა სოფო ჩხაიძემ, რომ ბარამიძე ხშირად აცდენდა სამსახურს და იურიდიული სამსახურის დასკვნის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
_ გათავისუფლების მოტივი შეგიძლიათ კადრების სამსახურს მიმართოთ და იქ დაგიზუსტებენ, მე ოფიციალურად მომმართა სამსახურის უფროსმა ჩხაიძემ, რომ ეს ადამიანი არ დადის სამსახურში.
_ რატომ მიიღეთ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, იქნებ გაფრთხილებით ან საყვედურით შემოფარგლულიყავით?
_იურიდიული სამსახურის უფროსმა მომცა დასკვნა, რომ უნდა განთავისუფლებულიყო სამსახურიდან.
_ ის ფაქტი, რომ ბორის ჭყონიას სიძეა და ხელმოწერების შეგროვებაში იღებდა მონაწილეობას თქვენი გადაყენების მოთხოვნით, ხომ არ არის ამ ყველაფრის მიზეზი?
_ მე ვერ გეტყვით ვისი სიძეა ან ვინაა ეს პიროვნება, არ დავინტერესებულვარ მაგ საქმით და ვერაფერს გიპასუხებთ – გვითხრა ურუშაძემ.