მისი თქმით, აქტიური სამუშაოები ჩატარდა, როგორც ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობით, ასევე შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობის თვალსაზრისით.
“250 კილომეტრის გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ვიმუშავეთ და აღვადგინეთ გზა. ასევე გავაკეთეთ ახალი გზები. წყალმომარაგების ძალიან დიდი პროექტი დავიწყეთ, 60 მილიონი ლარის ღირებულების, ქუთაისის, ფოთის და ანაკლიის ტერიტორიაზე. პირველად დავიწყეთ წელს რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობა. 30 დეკემბერს გვექნება წლის შეჯამება, თუმცა, წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ 2013 წელს უფრო მეტი ღირებულების სამუშაოები გვექნება შესრულებული, ვიდრე ეს იყო 2012 წელს და გარდა ამისა, მივაღწიეთ ხარისხის გაუმჯობესებას”, _ აღნიშნა ნარმანიამ.