საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აღნიშნული ცვლილება “სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში” შევა.
ცვლილებები პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.
უკვე მოქმედი კანონმდებლობით ვადაგასული პროდუქტი უნდა განადგურდეს. თუმცა, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია არ არის გათვალისწინებული.
კანონპორექტში შესატანი ცვლილების მიხედვით, ბიზნეს-ოპერატორის მიერ, ვადაგასული სურსათის თუ ცხოველის საკვების რეალიზაცია 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ეტიკეტირების წესის დარღვევა პირველ ჯერზე 400 ლარით სანქცირებადი იქნება, წლის განმავლობაში იგივე დარღვევის ჩამდენი 1200 ლარით დაჯარიმდება.
ასევე, იმ ნორმის დაწესების გადავადებაც მოხდება, რომელიც ვეტერინარის მიერ ცხოველის დაკვლის ზედამხედველობას ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმა 2014 წლის ნაცვლად 2015 ში ამოქმედდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგიოლე დავით გოგელაშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობამ ზუსტად უნდა იცოდეს, რითი იკვებება და რამდენად მავნეა მისი ჯანმრთელობისთვის ესა თუ ის პროდუქტი.