ბავშვები დიდი სიხარულით ხვდებოდნენ თოვლის ბაბუას გამოჩენას, ისინი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ადგილზე მოსულმა თოვლის ბაბუამ სცენაზე ასვლა ვერ მოახრხა, მას ბავშვების სიმრავლისა და საჩუქრის მიღების სურვილით შეკრებილებმა სცენაზე ასვლის საშუალება არ მისცეს. საჩუქრების დარიგება პირდაპირ ავტობუსიდან დაიწყო, ძალიან ბევრს საჩუქარი არ შეხვდა, რის გამოც ბევრმა პატარამ ატირებულმა დატოვა ადგილი. განაწყენებული დარჩნენ მშობლებიც.
საჩუქრების გადაცემას ესწრებოდა ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე.