“ხელისუფლება შენ დღეს კლავ ხალხს… კარვებში ეპიდემიამ იფეთქა რის შესახებ ჩვენ ვიუწყებოდით 3 კვირის წინ, როცა ადგილზე შევისწავლეთ არსებული სიტუაცია… და რა გააკეთეთ მერე? ნაძირლები ხართ ვინც პასუხისმგებელი იყავით გეზრუნათ ამ ადამიანებზე და მხოლოდ საპიაროდ გამოიყენეთ კარვების გახსნა… მოგეთხოვებათ … ნარმანია სად ხარ?! და შენ გინდა გახდე დედაქალაქის მერი?”
ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაგდა პოპიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც უარყო ეს განცხადება და აღნიშნა:
“ეს არის აბსოლუტური სიცრუე, არანაირი ეპიდემია არ არსებობს, ამ წუთში დაბრუნდნენ ჩემი თანამშრომლები კარვებიდან და კიდევ ერთხელ გეუბნებით, განცხადება კარვებში ეპიდემიის გაჩენის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება”.