დაგეგმილია მარტვილი-სერგიეთი-აბედათის გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები (მეორე ეტაპი). მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩატარდება სოფ. დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწიანოღას დამაკავშირებელ გზაზეც.
გზის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ დაფინანსების მიღების წესის მიხედვით, პრობლემურ საკითხებსა და მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პრიორიტეტებს ადგილობრივი თვითმმართველობები თავად განსაზღვრავენ, პროექტებს კი, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved