სხდომაზე კომისიის წევრები მოისმენენ ინფორმაციას 2013 წელს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ; აგრეთვე, განიხილავენ და დაამტკიცებენ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის განახლებულ ვარიანტს.
გარდა ამისა, საქსტატის ხელმძღვანელობა წარმოადგენს ინფორმაციას აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისას თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საავტომობილო ტრანსპორტით უზრუნველყოფის შესახებ და სხვა მიმდინარე საკითხებს.
სხდომა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 16 საათზე დაიწყება.