“ეს ინოვაციური პროექტია, რომელსაც მე სიტყვის თავისუფლებას შევადარებდი. იქ შეგიძლია გამოთქვა შენი აზრი შეუზღუდავად, შეგიძლია მხარი დაუჭირო უკრაინას, შეგიძლია, ყველას გაუზიარო შენი ოცნება, ფიქრები. შეგიძლია დახატო, შეატყობინო ყველას შენი კომპანიის, საქმიანობის შესახებ!
აი ვეივეი (Ai Weiwei), ეს არის ადამიანი, ჩინელი არქიტექტორი, მხატვარი და დიზაინერი, რომელსაც შეუძლია უმნიშვნელო დეტალებისგან შექმნას სულიერი. შეუძლია, ისეთი “საგანი” როგორიც მზესუმზირაა, გააცოცხლოს და ხელოვნების ნიმუშად აქციოს. შექმნას კომპოზიციები სკამებისა და ველოსიპედებისგან.
და ბოლოს, შექმნას ვირტუალური მთვარე, სადაც დარეგისტრირება გაძლევს საშუალებას შეუერთდე სამყაროს, რადგან იქ ჩვენ ყველანი ერთად ვართ!უსასრულოა და ამოუწურავი კრეატიული ადამიანების ფანტაზია. პროექტში უკვე 35.000 ადამიანი ჩაერთო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. საქართველოდან, კომპანია “ჯეპრა” შეუერთდა ამ პროექტს და ჩვენ უკვე მთვარეზე ვართ!”-ამბობს ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერი, ხატია ალფაიძე.