_ ხიდთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს პროექტი არის დაფინანსებული, ამ ეტაპზე ხდება პროექტირება, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგ გაივლის ექსპერტიზას და დაიწყება სამუშაოები. მანამდე ვიდრე ეს ხიდი აღდგება, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შემოვლითი გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელზეც წარდგინება მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნა შემოსული. რადგან საჩქაროდ უნდა გაკეთებულიყო ეს შემოვლითი გზა, მთავრობაზე ძალიან სწრაფად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. _ განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.
შეხვედრის დროს გაირკვა, რომ ანასეული-ნარუჯა-ლაითურის გზა ქობულეთის ავტობანს დაუკავშირდება.