დაბა ლაითურის რწმუნებულის, კობა მაისურაძის თქმით, ეს ინფორმაცია მისთვისაც ცნობილია, მაგრამ თავად ამ ფაქტს არ შესწრებია და კონკრეტულად არაფერი იცის.
_ საერთოდ ლაითურში მგელის და ტურის შემოსევა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვაყენებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, – გვითხრა დაბა ლაითურის რწმუნებულმა.
მგლების შემოსევაა ასევე სოფელ მერიაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის უფროსის, ნინო სალუქვაძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მერიის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ ეცნობა სოფელში მგლების შემოსევის საკითხთან დაკავშირებით:
_ მუნიციპალიტეტის გამგეობა საქმის კურსში ჩააყენებს გარემოს დაცვის სამინისტროს, რათა აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს და მოსახლეობას საფრთხე აღარ დაემუქროს. _ გვითხრა ნინო სალუქვაძემ.