ინფორმაცია სუბელიანის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რამდენიმე დღის წინ, გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა.
სამინისტრომ მომხდარზე ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გაავრცელა, რაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა დანაშაულის დაფარვის მცდელობად აღიქვა. გავრცელდა ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელების და მისი სავარაუდო პასუხისმგებლობის შესახებაც, თუმცა, როგორც დღეს სუზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრესსამსახურის თანამშრომელი უდანაშაულოა და ის კოლონიიდან ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ინფორმაციას დაეყრდნო.
ინფორმაცია პატიმარი ლევან კორტავას სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში გარდაცვალების შესახებ 24 მაისს გავრცელდა, პირველადი ვერსიით, ის კიბეზე დაგორდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, მომხდარი ფაქტის გამო ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი გამოძიების დასრულებამდე ნაადრევია,