სადაც ის ამბობს, რომ არ შეიძლება ციხეების მართვა ბაჩო ახალაიას მეთოდების გამოყენების გარეშე, არასწორი კონტექსტით გავრცელდა.
“ლაპარაკია იმაზე, რომ ზოგადად არ შეიძლება არსებობდეს ციხე, სადაც 3 000 პატიმარი ეზოში თავისუფლად სეირნობს და მთელი ამ წლების განმავლობაში ყოფილი ხელისუფლება არაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ეს ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა. ასეთი ცეხეები აღარ უნდა არსებობდეს, უნდა არსებობდეს საკნის ტიპის პატარ-პატარა ციხეები. როცა 3 000 კაცი ერთ ეზოში სეირნობს და ერთ სივრცეში სძინავს 500 კაცს, იქ ნორმალური მართვა არის ძალიან ძნელი”.
სუბარი აცხადებს, რომ არასათანადო ინფრასტრუქტურის მიუხედავად ციხეებში მდგომარეობა იმართება: “ციხე იმართება, მაგრამ იმისთვის რომ ევროპული დონის მართვა იყოს, უნდა გადავიდეთ ევროპული სტილის ციხეებზე და არა საბჭოთა ტიპის ბარაკებზე,” _ განაცხადა მინისტრმა.